|
2018-03-23 12:45:58, 1681 ნახვა
საზოგადოება
„ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელი: საბაგირო სისტემურად გამართული იყო
„ჩვენ მიერ ჩატარებული 3-დღიანი ინსპექტირებისა და მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ „საძელეზე“ მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად გამართული იყო,“ - ამის შესახებ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა უგურკარამანმა 16 მარტს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრესკონფერენციაზე პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბიურო ვერიტასის“ მიერ მომზადებული დამოუკიდებელი დასკვნა წარადგინა. უგურკარამანის განცხადებით, ინციდენტი გამოიწვია ოპერატორის შეცდომამ. „ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა დაშავებული მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, - განაცხადა უგურკარამანმა. „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის მოკვლევის პროცესში „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა მოკვლევის პროცესში. მადლობა მათ გაწეული თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა უგურკარამანმა. 16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოწვევით იმყოფებოდნენ. „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაარსებული, მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი ჰყავს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)