|
2018-03-23 12:23:43, 1776 ნახვა
საზოგადოება
მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს
გუდაურში „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის გამო, მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პირველმა-ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ეს ადამიანების მომხდართან დაკავშირებით „მომმართა ორმა ადანიამა იმისთვის, რომ შეჩერებული ყოფილიყო მათი მოვალეობები. ეს არის მთის კურორტების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ტექნიკურ დარგში და ასვე გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსი. ეს ორი ადამიანი ასევე იღებს პასუხისმგებლობას. ისინი გრძნობენ მორალურ პასუხისმგებლობას აღნიშნულზე და მომმართეს უფლებამოსილების შეჩერებაზე“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ცნობისთვის, პირველმა ვიცე-პრემიერმა დღეს საზოგადოებას გუდაურში მომხდართან დაკავშირებით საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა გააცნო. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა. შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)