|
2018-03-23 11:26:08, 1599 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის მამა პრემიერს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის მამა მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს იმისათვის, რომ შვილის ცხედრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის უფლება მისცეს. ასევე, ტატუნაშვილის მამა მადლობას უხდის სრულიად საზოგადოებას თანადგომისთვის: „მინდა, პრემიერ-მინისტრს გადავუხადო უღრმესი მადლობა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას, რომ ჩემი შვილის, ასე ვთქვათ, უკანასკნელი ანდერძის შესრულებაში დაგვეხმარენ.მოგვცეს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის საშუალება.მადლობა მინდა მთლიანად ქართულ საზოგადოებას გადავუხადო თანადგომისთვის“,-განაცხადა არჩილ ტატუნაშვილის მამამ. შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი 20 მარტამდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)