|
2018-03-23 10:11:47, 1529 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თბილისის N75-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სიმულაციური სწავლება ჩაუტარა
თბილისის N75-ე ბაგა-ბაღმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა, რომლებმაც ბაღის აღსაზრდელებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარეს. სტანდარტული მეთოდოლოგიით განსაზღვრული თემის - „ტრანსპორტი“ სასწავლებლად, ბაღის აღსაზრდელებისათვის რეალურ სივრცეში შეიქმნა საგზაო მოძრაობის სიმულაცია, სადაც ბავშვები იყვნენ როგორც ქვეითები, ისე მგზავრები. მათ ისწავლეს თუ როგორ უნდა გადაკვეთონ გზა, რა მოეთხოვება ქვეითს, როგორ მუშაობს შუქნიშანი და რა მნიშვნელობა აქვს საგზაო მონიშვნებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის, ბაღის ადმინისტრაციამ საბავშვო ბაღის ეზოში საგზაო ნიშნები აღსაზრდელებთად ერთად მოხატა, საპატრულო ეკიპაჟმა კი საგზაო მოძრაობისათვის დამახასიათებელი ინვენტარი განათავსა. ამავე თემის ფარგლებში, ბაღის ეზოში ბავშვების მიერ შექმნილი ნამუშევრებიც გამოფინეს. სიმულაციურ სწავლებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე დაესწრო, რომელმაც საპტრულო ეკიპაჟის წევრებს მადლობა გადაუხადა ბავშვებისთვის საინტერესო და სასარგებლო ღონისძიების ჩატარებისთვის.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)