|
2018-03-22 18:50:56, 1565 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: ჩარჩო ხელშეკრულება ქართულ-ბელორუსული ურთიერთობების გაღრმავებას მტკიცე საფუძველს შეუქმნის
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილ ხელშეკრულებებზე ისაუბრა. მარგველაშვილმა განსაკუთრებით გამოყო „ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება“, რომლითაც საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ერთგულებას, სუვერენული თანასწორობის პატივისცემას, ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და შიდა საქმეებში ჩაურევლობას. ასევე, მხარეები ითვალისწინებენ საერთო ინტერესებს ყველა სფეროში განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები: „ჩვენი ურთიერთობების ინტენსიფიკცია უკავშირდება თქვენს ჩამობრძანებას 2015 წელს და იმ პერიოდის შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. ჭეშმარიტად თქვენი დღევანდელი ვიზიტი აჯამებს იმ ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის ამ პერიოდში განხორციელდა. დღეს მოეწერა ხელი არაერთ შეთანხმებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მტკიცე საფუძველს შეუქმნის ქართულ-ბელორუსული ურთიერთობების გაღრმავებას და განსაზღვრავს კეთილმეზობლურ, პროდუქტიულ თანამშრომლობას ჩვენს ერებს შორის მომავალი ათწლეულების განმავლობაში. მოვაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, რომელბიც დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე, ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უფლებების სრულ აღიარებაზე. ეს არის ის მტკიცე საფუძველი, რაც ქართველ და ბელარუს ხალხს მომავალში თანამშრომლობის ფართე გზას გაუხსნის. ბატონო პრეზიდენტო, განსაკუთრებით ჩვენს თანამშრომლობაში მეხება და მაღელვებს ის დამოკიდებულება, როგორც ბელარუსები მუშაობენ ქართველებთან. არაერთი ეკონომიკური თანამშრომლობის პროექტი დამყარებულია არა მხოლოდ ერთმანეთის მომგებიან ეკონომიკური პროცესების გაღრმავებაზე, არამედ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში ბელორუსები ჩამოდიან არა მარტო კომერციისთვის, არამედ ისინი ჩამოდიან იმისთვის, რომ შექმნან მნიშვნელოვანი შემადგენლები არაერთი მიმართულებით, იქნება ახალი ტექნოლოგიები, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვის სფერო. ასეთი ღია დამოკიდებულება, დამოკიდებულება, რომელიც არ არის დამყარებული მხოლოდ მომგებიანობის პრინციპზე. მართლაც ჩვენთვის არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ ემოციურადაც საინტერესოა. დღეს თქვენი ვიზიტის დროს აღნიშნეთ, რომ არ არსებობს დახურული თემები თანამშრომლობისათვის, ნამდვილად ასეთი სულიკვეთება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ მართლაც ბევრს მიაღწიეთ, როდესაც არ გაანიავეთ და არ გააჩანაგეთ ის დიდი შესაძლებლობები, რომლებიც ბელორუსს ჰქონდა, შეინახეთ ის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ერთობლივად 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებამდე მიიყვანეთ.ჩვენ დღეს ვისუაბრეთ იმ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენ ორ ქვეყანაში ვხედავთ, აგრეთვე ვილაპარაკეთ იმ სატრანსპორტო შესაძლებლობეზე, რომელიც საქართველომ და ბელარუსმა ერთმანეთს უნდა გაუხსნას. დარწმუნებული ვარ, ის მტკიცე ფუნდამენტი, რომელიც ჩვენ ჩავუყარეთ ამ ურთიერთობებს, მისცემს შესაძლებლობებს შესაბამის უწყებებს, ბიზნესს, საზოგადოებას, სამეცნიერო სფეროს სწარმომადგენლებს, ფართედ გაშალონ ჩვენი თანამშრომლოობა“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)