|
2018-03-22 17:34:57, 1648 ნახვა
საზოგადოება
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების სარემონტო სამუშაოები დაიწყო
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მე-6 შესახვევში, N9 კორპუსში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ოჯახებს ფულადი კომპენსაცია უკვე ჩაერიცხათ. ამ ეტაპზე კი, შიდა სარემონტო სამუშაოები ცხრა ბინაში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო და დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა. მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. „შემსრულებელი კომპანიები დაზარალებული მოსახლეობის მიერ არიან შერჩეული და სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებამდე, აღნიშნული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან მოხდა. ვიმედოვნებ, რომ ქირით დროებით გაყვანილი ოჯახები, რემონტისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დასრულებისთანავე, საკუთარ საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდებიან“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)