|
2018-03-22 16:52:45, 1526 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მოსწავლეები წყლის ანალიზის პროცესს გაეცნენ
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიაში სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე გაიმართა. სურსათის კვლევის დეპარტამენტში მოსწავლეები წყლის ანალიზის პროცესს გაეცნენ და თავადაც ჩაერთნენ კვლევის ჩატარებაში. მიკრობიოლოგიისა და ზოგადი ქიმიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს წყლის სისუფთავესა და ხარისხსზე საინტერესო ცნობები მიაწოდეს. ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი შემეცნებითი ბროშურები გადაეცათ. წყლის საერთაშორისო დღე 1993 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. თარიღი საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურად აღინიშნება. მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული. გაეროს წყლის ორგანიზაციის ინფორმაციით, 1990-დან წყალზე წვდომა გაუმჯობესდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით 2.4 მილიარდ ადამიანს კვლავ აქვს სანიტარული გამოწვევები. 663 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება სუფთა წყალი და მას გაუფილტრავად, მდინარეებიდან ან ჭებიდან იღებენ, რაც, დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება. მსოფლიოში ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებია. 5-დან 1 ბავშვი სწორედ ამ მიზეზით იღუპება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სტრუქტურა სხვადასხვა აქტივობებით უერთდება ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ღონისძიებებს.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)