|
2018-03-22 15:11:56, 1704 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროში იან კელის გაცილების ცერემონია გაიმართა
„მოხარული ვარ, რომ ჩემი ელჩობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდა და გაფართოვდა ჩვენი თანამშრომლობა. მადლობას ვუხდი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას“ , - ამ სიტყვებით დაემშვიდობა საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას აშშ-ის ელჩი. საქართველოში იან კელის დიპლომატიური უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში მისი გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ამერიკელ დიპლომატს საქართველოში ნაყოფიერი მუშაობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა იან კელის სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. ლევან იზორიას განცხადებით, იან კელის დიპლომატიური მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც გლობალურად, ისე უშუალოდ თავდაცვის სფეროში, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ბატონმა ელჩმა ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყების მიმართ უდიდესი მხარდაჭერა გამოიჩინა. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ძალიან პრინციპული რეფორმები განვახორციელეთ, რომელიც აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მიერ. წარმატებებში პერსონალურად იან კელისაც დიდი წვლილი მიუძღვის, რასაც თავდაცვის სამინისტრო აფასებს და მადლიერებას გამოხატავს“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა. საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. იან კელი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მას ელიზაბეტ რუდი შეცვლის, რომელიც 2017 წლიდან დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)