17:16 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 12:38:34, 1492 ნახვა

საზოგადოება
სოფელ დუისში მოსწავლეებს სამელიორაციო სისტემის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პანკისის ხეობაში,  სოფელ დუისში ზემო-ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობასთან „საქართველოს მელიორაციის“ რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლები და დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელები შეიკრიბნენ.

„საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის უფროსმა ალექსანდრე კირვალიძემ და მთავარმა ინჟინერმა მიხეილ არინდაულმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს მდინარე ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობა, გააცნეს სამელიორაციო სისტემის მუშაობის სპეციფიკა და ის თანამედროვე მორწყვის მეთოდები, რომლებიც წყლის რესურსის რაციონალურ ხარჯვას უწყობს ხელს.

მოზარდებმა საქართველოს მელიორაციის თანამშრომლებთან ერთად ჰიდროტექნიკური ნაგებობის დანადგარები და ხიდი შეღებეს; ასევე, ზემო ალაზნის სარწყავი არხის ფერდები, მიმდებარე ტერიტორია და სათავესთანარსებული დენდროლოგიური პარკი დაასუფთავეს.

 

(NS)



 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics