|
2018-03-22 12:16:39, 1577 ნახვა
საზოგადოება
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნავსადგურების მიმღები მოწყობილობების უსაფრთხოების აუდიტის ტრეინინგი დასრულდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნავსადგურების მიმღები მოწყობილობების უსაფრთხოების აუდიტის ტრეინინგი დასრულდა. 19 მარტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სანაპირო დაცვის წარმომადგენლები ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი იყო ნავსადგურის უსაფრთხოების საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში ნავსადგურის ობიექტის უსაფრთხოების ტრენინგის ჩატარება, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები. 4 დღიანი ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: საერთაშორისო აუდიტის სტანდარტების მიხედვით ნავსადგურის უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება; ISO 9001 და ISO 19011 მართვის და აუდიტის სტანდარტების გამოყენებით ნავსადგურების ობიექტების შესაბამისობა ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტებთან. აუდიტის გეგმის, ჩატარებისა და აუდიტის ანგარიშის შედგენა ISPS მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული აუდიტის სისტემა წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს უსაფრთხოების სისტემის განვითარების, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და გაუმჯობესების მიზნით.
(NS)
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)