|
2018-03-21 18:05:14, 1733 ნახვა
საზოგადოება
„სითი პარკის“ იურისტი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი
„სითი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი აცხადებს, რომ თბილისის მერი კახა კალაძე შეცდომაშია შეყვანილი. მისივე განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის ორი დავა მიმდინარეობს. მერიისგან „სი-ტი პარკს“ მიღებული აქვს ორი განკარგულება, რაც გასაჩივრებული იქნა კომპანიის მიერ სასამართლოში. პირველ განკარგულებასთან დაკავშირებით უკვე ჩატარდა რამდენიმე მოსმენა, შემდეგი მოსმენა ჩანიშნულია 26 მარტს 12:00 საათზე. რაც შეეხება მეორე განკარგულებას, მასზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიას გააჩნია, კერძოდ, გაუქმდა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა „სი-ტი პარკის“ საჩივარი და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნა პირველი ინსტანციის სასამარლოს. „რაც შეეხება თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას, სავარაუდოდ მას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, რადგან მერიას სასამართლოსგან მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის უწყება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 მარტს არის ჩანიშნული შემდეგი მოსმენა. ჩვენ ვვარაუდობთ რომ ბატონ მერს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია,“ - განმარტავს „სი-ტი პარკის“ ნანუკა ავალიანი შეგახსენებთ, კომპანია "სი-ტი პარკი" თბილისის მერიისგან სასამართლო დავების დასრულებამდე ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილების გადახედვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით "სი-ტი პარკის" ადვოკატებმა მერიაში დღეს განცხადება შეიტანეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ „სი-ტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის:"არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. როცა მათ შეიტანეს სარჩელი, არ იქნა დაკმაყოფილებული. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.”
(NS)
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)