|
2018-03-21 16:42:11, 460 ნახვა
მუხათწყაროს მიმდებარედ, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კონტრაქტორი კომპანია შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემია“-ს მიერ, მოჭრილია 110 ძირი ხე, აქედან 103 - ფიჭვის სახეობის, 6 - თუთის სახეობის და 1- იფანის სახეობის ხე. მოჭრილი ხეებიდან არცერთი არ შედის წითელ ნუსხაში. „მოჭრილი მერქნული რესურსების ოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა საქმე შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გადაეგზავნოს. ამ ეტაპზე, დგინდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)