07:14 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 09:13:33, 2445 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში გადაასვენეს

ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან წილკანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ტატუნაშვილის სახლთან მისი მეგობრები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. 

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ცხედარს ექსპერტიზა დაახლოებით 7 საათის განმავლობაში უტარდებოდა. პროცესს ოჯახის მიერ დაქირავებული კერძო ექსპერტიც დაესწრო.

ჟურნალისტ ლაშა ბერულავას ინფორმაციით, ტატუნაშვილი სასტიკად არის ნაწამები. 

"მძიმე წუთები იყო, როცა დედას მიეცა საშუალება ცხედარს მიახლოებოდა. პირველი რეაქცია იყო შეცხადება იმის გამო, რომ შვილის ცხედარი იყო დამახინჯებული, კერძოდ კი, თითი ჰქონდა მოჭრილი. ეს მოხდა წამების კვალზე, სანამ მას მოკლავდნენ, მას აწამებდნენ. არჩილ ტატუნაშვილი არის სასტიკად ნაწამები", - განაცხადა ლაშა ბერულავამ. 

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს გუშინ გადმოეცა.  ერგნეთში იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. 

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics