|
2018-03-20 20:32:17, 1420 ნახვა
საზოგადოება
დავითაშვილი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია.იყოს შენარჩუნებული",- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს თავისი ამოცანები აქვს, რომელიც უნდა შეასრულოს. “არავის მიზანი არ არის ბიზნესის დაზარალება. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ თითოეული ბიზნესის რეპუტაცია იყოს შენარჩუნებული. თუმცა, ამავე დროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქვს თავისი ამოცანები, ისინი არ იქნებიან მართლები თავის მოვალეობებთან, მოსახლეობასთან, რომ არ შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობა სათანადოდ. საზოგადოებრივი კვების პოპულარული ობიექტები არის პოპულარული ადგილი, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე სტუმრებისთვის, შესაბამისად, მაღალი დონის სტანდარტის შენარჩუნება, ჩვენი ამოცანაა, ამიტომ პროცესს ობიექტურად უნდა შევხედოთ”, - განაცხადა მინისტრმა. დავითაშვილის თქმით, შემოწმებებს ისინი რეგულარულად უკევე რამდენიმე წელია ატარებენ, მათ შორის, ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და პოპულარულ რესტორნებში. შეგახსენებთ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, დოკუმენტური შემოწმება და ინსპექტირება ჩატარდა 19 რესტორანსა და კაფე-ბარში. მათ შორის, 7 მათგანს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა. როგორც ცნობილია, კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ობიექტებში: „თაღლაურა“; „ძველი ქალაქი“; „პლაზა ჰოლი“; „კრუიზი“; „ოქროს კათხა“ და „მუხამბაზი“. აღნიშნულ ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და 1000 ლარით დაჯარიმდნენ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)