|
2018-03-20 19:01:19, 1639 ნახვა
საზოგადოება
ცხინვალის დე-ფაქტო გენპროკურატურა: ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადავცემთ
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს დღეს გადასცემენ, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაცით, ცხედრის გადმოცემის პროცედურაში წითელი ჯვარი იქნება ჩართული. მედიის ცნობით, ცხედართან ერთად საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს ექსპერტიზის დასკვნასაც გადასცემს. „ჩვენ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნას ველოდით, რომელიც მანამდე რუსეთში დავუკვეთეთ. ამ დროისთვის დასკვნა უკვე მიღებულია და როგორც ადრე განვაცხადეთ, ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს გადავცემთ ექსპერტების დასკვნასთან ერთად“, - აღნიშნეს დე-ფაქტო გენპროკურატურაში. მათივე თქმით, ცხედართან ერთად გადმოცემული იქნება ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)