|
2018-03-20 13:33:52, 1482 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძე ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონში ორბელიანისა და აბჟანდაძის ქუჩების მონაკვეთების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩებზე ასფალტის ძველი საფარი ახალი, ორფენიანი ასფალტობეტონის საფარით ჩანაცვლდება. ასევე, გამოიცვლება ბორდიური და მოეწყობა ახალი ტროტუარები. სამუშაოების ფარგლებში, 300 კვ.მ მეტრი ტროტუარისა და 558 კვ.მ სავალი ნაწილის მოწყობა იგეგმება. თბილისის მერის განცხადებით, აბჟანდაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოები რამდენიმე დღეში დასრულდება. „მნიშვნელოვანია ის, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად არის შეცვლილი და განახლებული. აღნიშნული სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა. შემდეგი სამუშაოები თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩატარდება, რომელიც ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. გაზაფხულიდან, მთელი ქალაქის მასშტაბით, საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას მასშტაბურად ვიწყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა ჯიშკარიანი გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენ სი“ ახორციელებს.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)