|
2018-03-20 13:19:28, 2543 ნახვა
საზოგადოება
„საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი
საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის" წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა, გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად. შეგახსენებთ, რომ „ბიურო ვერიტასი" 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი. 16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის" წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის" წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს. „ბიურო ვერიტასის" ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)