|
2018-03-20 11:28:53, 1332 ნახვა
საზოგადოება
თიბისი გალერეაში „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
თიბისი გალერეამ „გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო ტრენინგს უმასპინძლა. თიბისი ბანკი, ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც შეუერთდა გლობალური ფულის კვირეულს. საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაატარა კავკასიის უნივერისტეტის დამფუძნებელმა, გიორგი სიმონგულაშვილმა, რომელიც GEC Corporation -ის პარტნიორი და ასოცირებული პროფესორია ფინანსების განხრით. ტრეინინგს 14-18 წლის ახალგაზრდები ესწრებოდნენ, რომლებსაც მოწვეული სტუმარი ესაუბრა ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა ფულის ხარჯვა და შენახვა, ფულის დროში ღირებულება, სესხი, პროცენტი და ა.შ. „გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება. საქართველოში აღნიშნული კვირეულის კოორდინატორი საქართველოს ეროვნული ბანკია. წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია."
(R)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)