15:14 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 18:48:29, 717 ნახვა

NGO-ები სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს უფასო იურიდიული დახმარებას სთავაზობენ

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარებისა ინსტიტუტი (IDSD) და საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო (TI) ერთობლივ განცხდებას ავრცელებენ.

არასამთავრებო ორგანიზაციები, მწუხარებას გამოთქვამენ ზვიად დევდრიენის მიერ სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევის ფაქტებზე.

 მათივე თქმით, ბოლო მოვლენები,  საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად უნდა იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ხელმომწერი ორგანიზაციები გამოვხატავთ უკიდურეს წუხილსა და შეშფოთებას იმ ფაქტების გამო, რომლებიც ჩვენთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ჩვენი კოლეგის, ზვიად დევდარიანის წარდგენის შემდეგ გახდა ცნობილი და მის მიერ, ქალების სავარაუდოსექსუალური შევიწროების შემთხვევებს ეხება.

პირველ რიგში სრულ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ იმ ქალებს, რომლებიც თავს სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლად მიიჩნევენ. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ყველა მათგანს, საკუთარი უფლებების დასაცავად, უფასო იურიდიული დახმარებას და სამართლებრივ მხარდაჭერას ვთავაზობთ, მათ შორის აღნიშნული საქმის წარმოების პროცესში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი შეფასების საგანს არ წარმოადგენს გახმაურებული ისტორიების ნაწილი, რომელიც საკუთარი შინაარსით ადამიანის პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროს ფარგლებში ექცევა და ქცევის ზნეობრიობისა და მორალურობის  შეფასების კატეგორიას განეკუთვნება, რადგან გვწამს, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, თავად გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მორალურად მისაღები და რა - მიუღებელი. თუმცა როდესაც ადამიანის ქცევა სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ უპატივცემულობაში გამოიხატება, ბუნებრივია, ის ყოველთვის მოექცევა ჩვენი მკაცრი კრიტიკის ქვეშ.

ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს ორმაგ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ის ფაქტი, რომ თავად ჩვენს შორის ვერ მოვახერხეთ მსგავსი მოვლენების პრევენცია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბოლო მოვლენები, ჩვენი საზოგადოებისთვის ძლიერ ბიძგად იქცეს ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაში და აღნიშნულ თემაზე დუმილის დასაძლევად მნიშვნელოვანი გარდატეხის მომტანი აღმოჩნდეს, რადგან  სამწუხაროდ პრობლემა გაცილებით მასშტაბურია. მხოლოდ სპეციალური კანონმდებლობის სრულყოფა ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას და აუცილებელია პრევენციული და საგანმანათლებლო ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლის განხორციელებაშიც მნიშვნელოვანი როლი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ქონდეს.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ იმ მძიმე სამართლებრივი და სხვა სახის შედეგების გათვალისწინებით, რაც სექსუალური ძალადობის ბრალდებას შეიძლება მოყვეს, მხოლოდ ყოველი ამგვარი შემთხვევის დეტალური შესწავლა იძლევა როგორც სავარაუდო მსხვერპლების სათანადო დაცვის, ასევე სხვა საფრთხეების თავიდან აცილების საშუალებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics