|
2018-03-19 17:36:20, 2022 ნახვა
საზოგადოება
ფიზიკური დაპირისპირება „რუსთავი 2“-ის შენობასთან - დაშავდა ერთი ჟურნალისტი
ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“, სადაც „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ტელეკომპანიის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ავტომობილს ეზოში არ უშვებდნენ. როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, წამყვანმა მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა. ისინი ითხოვენ, რომ ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ საჯაროდ ბოდიში მოიხადონ. ამასთან, „ქართული მარშის“ წევრების თქმით, ისინი ტელეკომპანიის ეზოში უფრო ფართომასშტაბიან აქციასაც ჩაატარებენ. "აქ 20 კაცი კი არ იდგება, არამედ მთელი საქართველო ჩამოვა და გაბუნიას მოუწევს ბოდიშის მოხდას, თანაც მუხლის ჩოქებზე", - განაცხადა "ქართული მარშის" ერთ-ერთმა წევრა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. აღსანიშნავია, რომ აქციის დროს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი დავით ერაძე დაშავდა. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. შეგახსნებთ, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეზე „რუსთავი 2-ის“ ეთერში ისაუბრა. "მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე კი ვეღარ გააკრავდნენ, იმიტომ რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი და ამ დროისთვის ბიძინას ეზოში იქნებოდა გადატანილი ყველა ხე", - განაცხადა გაბუნიამ გადაცემა P.S-ის ეთერში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)