|
2018-03-19 12:05:44, 2052 ნახვა
მსოფლიო
ევროპული ქვეყნები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის არჩევნების ჩატარებას გმობენ
საფრანგეთი, კანადა, ესტონეთი, გერმანია და ნორვეგია ანექსირებულ ყირიმში ჩატარებულ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან ივ ლე-დრანის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. "ყირიმის 4-წლიანი ანექსიის თავზე, საფრანგეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ უჭერს მხარს", - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო მინისტრის განცხადებაში. ამასთან, კანადის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ისინი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობენ. რაც შეეხება ესტონეთს, საგარეო საქმეთა მინისტრის სვენ მიკსერის თქმით, ქვეყანა ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ნორვეგიამ და გერმანიამაც დაგმეს. ნორვეგია ყირიმში საპრეზიდენო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. "ნორვეგია არ აღიარებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ყირიმში ჩატარდა და ევროკავშირის არაღიარების პოლიტიკას გააგრძელებს", - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტს პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან აღნიშნულ არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა 76.66% მიიღო.
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)