13:30 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 11:30:49, 1972 ნახვა

მსოფლიო
პუტინი სკრიპალის მოწამვლაზე: სრული ბოდვაა, ვინმეს ეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაებედა

რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი, დიდ ბრიტანეთში დაზვერვის ყოფილი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტს გამოეხმაურა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

როგორც პუტინმა აღნიშნა, სკრიპალის მოწამლვაში რუსეთის დადანაშაულება სისულელეა.

"ვფიქრობ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ სრული სისულელე, ბოდვა და ნონსენსია, რომ ვინმემ რუსეთში თავს მისცემდა ამის უფლებას ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებამდე. ეს წარმოუდგენელია", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ.

შეგახსენებთ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics