|
2018-03-18 13:08:04, 1659 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო: „ბიურო ვერიტასს" საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი აქვს
„ბიურო ვერიტასის" ექსპერტები გუდაურში,16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან. კომპანიის წარმომადგენლები გუდაურში საორგანიზაციო შეხვედრას მართავენ. შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ბიურო ვერიტასი" 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)