|
2018-03-18 12:03:12, 1528 ნახვა
საზოგადოება
მედიის წარმომადგენლებს სოფლის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნეს
საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიული პრიორიტეტების, 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხოციელების შესახებ, საქართველოს წამყვან მედია საშუალებების 40 ჟურნალისტთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, 17-18 მარტს, ყვარელში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით ჩატარდა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის განვითარებაში 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებულ სამუშაოებზე და სამომავლო გეგმებზე.
სტრატეგიის მიზანია სოფლის განვითარების ევროპული მოდელის დანერგვა და საქართველოს ეროვნული ხედვის განსაზღვრა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა და დივერსიფიცირება, სოციალური და საჯარო სერვისების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და განვითარების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა. სტრატეგიის მიღებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი ეროვნული განხილვა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)