|
2018-03-17 17:14:59, 2007 ნახვა
საზოგადოება
კომპანია „რედ-კო“ გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კერძო დეველოპერული კომპანია "რედ-კო", გუდაურში 16 მარტს საძელეს საბაგიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებთ მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. თავის მხრივ, კომპანიას სურვილი აქვს მომავალ ზამთრის სეზონზე ინციდენტში დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები ყველა ხარჯების ანაზღაურებით დაპატიჟოს გუდაურში "რედკოს" სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექსში New Gudauri Resort Residences & Spa. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში უყურადღებოდ არ დავტოვოთ დაზარალებულები და გვერდში დავუდგეთ მათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ გუდაურის შესახებ მათ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დარჩეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის მომავალი წლის სეზონზე", - აცხადებს მირიან ქათამაძე, კომპანია "რედ-კო"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)