|
2018-03-17 15:48:00, 1384 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „შეხვდი დამსაქმებელს“ ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაზე და მოწვეულ სტუმრებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს განხორციელებული პროექტები გააცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მთავრობის თავმჯდომარემ სტუდენტების მიერ აფხაზეთის თემის ირგვლივ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ასევე ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გადასცა. დისკუსიის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა ლევან კლიმიაშვილმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული კომპონენტის საფუძველზე საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას ითვალისწინებს.
(NS)
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)