|
2018-03-17 13:25:03, 2280 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთის პოლიცია ქვეყანაში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აფრთხილებს, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველები მათ მოუწოდებენ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვან. აღნიშნული მოწოდების მიზეზი ბრიტანეთში რუსეთის მოქალაქეებზე გახშირებული თავდასხმა გახდა. იგულისხმება რუსი ბიზნესმენის ნიკოლაი გლუშკოვის მკვლელობა და სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა. მედიის ცნობით, პოლიცია მიიჩნევს, რომ რისკის ქვეშ რუსეთის ის მოქალაქეები არიან, ვინც ბრიტანეთში თავშესაფარი მოითხოვეს. ლონდონის სამხრეთ ნაწილში ბიზნესმენი ნიკოლაი გლუშკოვი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 12 მარტს იპოვეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბორის ბერეზოვსკის ბიზნეს პარტნიორი ძაღლის საყელურით გაგუდეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გლუშკოვმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მას შემდეგ მოითხოვა, რაც რუსეთში მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით საქმე აღძრეს. 2010 წელს მან ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. 2017 წელს ის რუსეთში დაუსწრებლად გაასამართლეს და "აეროფლოტის" თანხების, 122 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კიდევ ერთი თავდასხმა დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე სერგეი სკრიპალზე 4 მარტს განხორციელდა. სკრიპალი და მისი შვილი იულია ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა. 2006 წელს მას ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2010 წელს ის რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს. შეგახსენებთ, 12 მარტს, ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ სერგეი სკრიპალის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი დგას. როგორც მან განმარტა, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დამზადდა. აღნიშნულის გამო, ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატის გაძევებას გეგმავს. მოგვიანებით ბრალდებებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ტერეზა მეის გამოსვლას "საცირკო შოუ" უწოდა. განცხადება ასევე საგარო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპასუხოდ რუსეთიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებენ.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)