|
2018-03-17 12:35:37, 1845 ნახვა
საზოგადოება
ქალთა მოძრაობა საზმაუს ბორდის წევრობის კანდიდატ ზვიად დევდარიანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ კანდიდატს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, - შესაბამის განცხადებას ქალთა მოძრაობა Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. მოძრაობა სახალხო დამცველსა და პარლამენტს მიმართავს, რათა ზვიად დევდარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ აირჩიონ. ქალთა მოძრაობის ინფორმაციით, დევდარიანი სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაშია მხილებული. "16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ. ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ. ზვიად დევდარიანი წლების განმავლობაში იყო ქალთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი. ის ესწრებოდა ჩვენს მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს და ამ დრომდე ის ითვლებოდა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ თანამოაზრედ. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის არაერთი წევრის კოლეგა და მეგობარია. ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი. ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება. ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების განმავლობაში მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამეტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს. მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ", - ნათქვამია განცხადებაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)