|
2018-03-17 10:03:05, 1570 ნახვა
საზოგადოება
ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება
ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ავლაბრის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად აქტიურ ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართთან მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ძველი ისტორიული მოაჯირი ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. ასევე, დაზიანებულია ბარათაშვილის აღმართიდან ამავალი კიბე, რომლითაც ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ. „უძველესი მოაჯირი, რომელიც ტურისტულ მარშრუტზ ეგადის, სავალალო მდგომარეობაშია და გამვლელებისთვის ფაქტობრივად, საფრთხეს წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ტენდერს გამოაცხადებს, რის შემდეგაც, მოაჯირის რეაბილიტაცია განხორციელდება. ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მსგავსი ღირებული პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ", - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა. ავლაბარში, კახა ლაბუჩიძე ძველ თბილისურ ეზოებში მცხოვრებ ოჯახებსაც შეხვდა და სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილა.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)