|
2018-03-16 17:57:55, 1748 ნახვა
საზოგადოება
გუდაურში, საბაგიროების ელექტროსისტემას პრობლემა 11 მარტსაც შეექმნა
გუდაურში, საბაგიროებისთვის განკუთვნილ ელექტროსისტემას პრობლემა 11 მარტსაც შეექმნა. მაშინ მთის კურორტების განვითარების კომპანიამ შესაბამისი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ელექტროსისტემა მწყობრიდან გამოვიდა და საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. "ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა. ამ ეტაპისთვის ჩართულია ,,სოლიკო’’ ,,ზუმა’’ და ,,პირველი" საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ხვალისთვის სრულად აღდგება საბაგიროების მუშაობა. დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება", - ეწერა კომპანიის მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. საბაგირომ მუშაობა 12 მარტს გააგრძელა. დღეს კი, ავარიული გაჩერების გამო, საძელეს საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, 10 მოქალაქე დაშავდა. მათგან 2 უკვე თბილისშია გადმოყვანილი, კიდევ 5 პირი დედაქალაქში რეანომობილებით გადმოჰყავთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)