|
2018-03-16 16:27:19, 1424 ნახვა
საზოგადოება
კინოს სახლში 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
კინოს სახლის კინოდარბაზში აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრების ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი აგებულია დოკუმენტური მასალებისა და კადრების გამოყენებით და მასში წარმოდგენილია 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენების ქრონოლოგია. ფილმის ჩვენებამდე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „აფხაზეთის“ მომღერალთა გუნდმა და სოლისტმა სოფო ქირიამ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმღერა „გმირის დატირება“ შეასრულეს. ჩვენებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები, ვეტერანები და დევნილი საზოგადოება ესწრებოდნენ. ფილმი აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის მიერ შეიქმნა.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)