|
2018-03-16 15:33:20, 1365 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილი: ვერტმფრენი უკვე გუდაურშია და დაშავებულები თბილისში გადაგვყავს
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გუდაურში უკვე დაჯდა ერთი ვერტმფრენი და დაშავებულებს თბილისში გადაიყვანენ. „ვერტმფრენი დაჯდა და შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. ის უკვე გუდაურშია, ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, რამდენიმე საათის წინ, ავარიული გაჩერების გამო საბაგირო უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს", რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოაგზავნონ ექსპერტები. გუდაურში დაუყონებლივ გაემგზავრა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. იგი უკვე გუდაურში იმყოფება და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)