|
2018-03-16 10:53:15, 1566 ნახვა
საზოგადოება
მონიტორინგის ჯგუფი სურამის ფსიქიატრიულში არსებული ვითარების შესახებ შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარმოადგენს
სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარმოადგენს. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში აისახება დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული, კლინიკური და ფინანსური მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაც გახდება უშუალოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაუდებელი ინტერვენციების განხორციელების საფუძველი. ამასთან, სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაკომპლექტებულია ფსიქიატრიული დარგის ექსპერტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებით, შემუშავდება დარგის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლომდე წარედგინება მინისტრის სათათბირო ორგანოს -,,ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოს“. „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპებად აღიარებულია ფსიქიატრული სერვისების გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა, სათემო სერვისების განვითარება, სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა. თუმცა არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სურამის დაწესებულებაში არსებული სიტუაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)