07:13 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 15:11:04, 2301 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის გენპროკურორი ნადეჟდა სავჩენკოს ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს და მის დაკავებას მოითხოვს

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაში ტერაქტის დაგეგმვაში დასდო ბრალი, - ამის შესახებ Pravda.ua იუწყება. 

როგორც ლუცენკომ აღნიშნა, ტერორისტები ცეცხლსასროლი იარაღით რადის გუმბათის ჩამონგრევას აპირებდნენ. 

"გამოძიებას აქვს დამადასტურებელი ფაქტები, იმისა რომ სავჩენკო პირადად გეგმავდა ტერაქტს და ამის სპეციალისტებთან ჰქონდა კონტაქტი. ის აძლევდა მათ განკარგულებებ, თუ როგორ უნდა მოეხდინათ ტერაქტი. მისივე მითითებით შემსრულებლებს აფეთქების მერე გადარჩენილი დეპუტატი უნდა დაეხვრიტათ", - განაცხადა ლუცენკომ და დასძინა, რომ დღეს ის პარლამენტს სავჩენკოსთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნის თხოვნით მიმართავს.

„დღეს მე, როგორც უკრაინის გენერალური პროკურორი, შევიტან პარლამენტში წარდგენას ნადეჟდა სავჩენკოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, დაკავებაზე და დაპატიმრებაზე“, - განაცხადა იური ლუცენკომ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
WSJ: დუბაის სასამართლომ რუსეთიდან საწვავის 700 მილიონი დოლარის გაყიდვები გაყინა
მოსკოვის ციხეში პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსი რეჟისორი ალექსანდრ კონდრატოვი გარდაიცვალა
AnchorGPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ
ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics