|
2018-03-15 11:59:32, 1894 ნახვა
საზოგადოება
პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს
პატიმრობაში მყოფი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის ოჯახი საქმის პროკურორს შანტაჟსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც ნეფარიძის ადვოკატმა ედიშერ ქარჩავამ აღნიშნა, პროკურორი ბექა ეჟიშვილი ყოფილ დეპუტატსა და მისი ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით ემუქრება. "ფარული მიყურადების შედეგადმოპოვებული იქნა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და 7 თვეა მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა. მან თითქოს უნდა ითანამშრომლოს და გარკვეული გარემოებები უნდა აღიაროს. ამ შანტაჟით მას ცხოვრება არ უნდა", - განაცხადა ქარჩავამ. ადვოკატი აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება სწორედ ამ ფორმით გეგმავს ნეფარიძისგან სასურველი ჩვენების მოპოვებას და ბრალის აღიარებას. ცნობისთვის, ისნის ყოფილი მაჟორიტარი ქრთამის აღებაშია ბრალდებული.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)