13:38 - 28 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 19:58:03, 1807 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სახალხო დამცველი 12 მარტს, ვალეში მდებარე სალოცავის გვერდით, დაუდგენელი პირის (პირების)  მიერ კათოლიკური ლიტერატურისა და ხატების დაწვის ფაქტს ვანდალურს უწოდებს და მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა ქალაქ ვალეს მოსახლეობას, ასევე, ადგილობრივი რელიგიური გაერთიანებების წინამძღვრებს და მათგან დეტალური ინფორმაცია მიიღო. ცნობილია, რომ აღნიშნული სალოცავით სარგებლობენ როგორც მართლმადიდებლები, ისე კათოლიკეები.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურნენ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. მათ დაგმეს მომხდარი ვანდალური ფაქტი და ისაუბრეს გამოძიების აუცილებლობაზე.  

„მნიშვნელოვანია, რომ მომხდარზე დროულად დაიწყო გამოძიება. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გამოძიება მინდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლით, რაც რელიგიური გაერთიანების საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ეფექტურად წარმართოს და დროულად დაასრულოს საქმის გამოძიება, რეგულარულად აწარმოოს საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რათა არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.

სამწუხაროდ, არაერთი შემთხვევა ყოფილა რელიგიურ ნაგებობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის. მსგავს ფაქტებს განსაკუთრებით, ადგილი აქვს უმცირესობების წინააღმდეგ.

სახალხო დამცველი არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ საქართველოში რელიგიის თავისუფლებისა და ტოლერანტობის პრინციპები იყოს დაცული“,-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ლუაზო - ორი წლის წინ ქართველ ხალხს არჩევნები მოპარეს, მე იქ ვიყავი — ეს იყო ყველაზე გაყალბებული არჩევნები, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება
გრეგოროვა - საქართველოს მოსახლეობა უკვე ორი წელია უარს ამბობს დათმოს დემოკრატია, თავისუფლება და ევროპული მომავალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics