|
2018-03-14 14:52:30, 1720 ნახვა
საზოგადოება
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარში სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა. მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წლის 8 მარტს დაჭრეს. ტრავმირებული ძაღლი გადაყვანილ იქნა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, სადაც ვეტერინარულმა პერსონალმა ცხოველს სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად საჭირო გახდა ფეხის ამპუტაცია. “დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც ოთხსაათიანი ოპერაცია ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ, თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა. ძაღლი დღეს უკვე უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. (NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)