|
2018-03-14 14:37:38, 1821 ნახვა
საზოგადოება
სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „დიდუბეში“ მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორ განცხადებაშა აღნიშნული, თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. „როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)