|
2018-03-14 13:59:50, 1956 ნახვა
საზოგადოება
მიტროპოლიტი თეოდორე - ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვა ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ დროულად უნდა უპასუხოს
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ვალეში, კათოლიკური ხატებისა და წიგნების დაწვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი დროულად უნდა გასცეს. ამასთან, მიტროპოლიტი არ გამორიცხავს, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყოს. „ა.წ. 12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან. მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი. ცნობისთვის, ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)