|
2018-03-14 13:05:22, 1732 ნახვა
საზოგადოება
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვას გმობს
„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ ვალეში კათოლიკური სიწმინდეების დაწვის ფაქტს გმობს. როგორც „ქართველ მუსლიმთა კავშირის" თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებაშია აღნიშნული, მომხდარი ვანდალური ფაქტია, რომელიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს. „ქართველი მუსლიმების სახელით ვგმობთ 2018 წლის 12 მარტს ვალეში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, კათოლიკური ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის თაობაზე. ვფიქრობთ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი წარსული და ამავე დროს დიდი სიმდიდრე. მიგვაჩნია, რომ მისი რაიმე ფორმით ხელყოფა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მომავალის განადგურებას და სამშობლოსადმი ღალატს. მომხდარი არის ვანდალური ფაქტი და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას. ხელისუფლების და შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების დროული მოქმედება და დროული სამართლებრივი შეფასება ერთის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლინობის აღდგენას და მეორეს მხრივ საუკეთესო გამოსავალი იქნება მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის. ვფიქრობთ სხვადასხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა ღიად და კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ფაქტი და შესაბამისი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს კათოლიკე მრევლისადმი“, - ნათქვამია ტარიელ ნაკაიძის განცხადებაში. ცნობისთვის, ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)