|
2018-03-14 11:41:20, 1355 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტს დაამტკიცებს
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის გეგმას დაამტკიცებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი დიდი მიტარბის გეგმაზომიერ განვითარებას ითვალისწინებს: "საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, ეს არის დიდი მიტარბის ქალაქმშენებლობის პროექტის დამტკიცება. წინა სხდომაზე დავამტკიცეთ ბაკურიანის ქალაქმშენებლობის გეგმა. დღეს გამოგვაქვს დიდი მიატრბის ანალოგიური გეგმა, რომელიც ითვალისწინებს დიდი მიტარბის გეგმაზომიერ განვითარებას. აქ საუბარია, როგორც საცხოვრებელი ზონის განვითარებაზე, ასევე სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდაზე და ბაკურიანი-დიდი მიტარბის მთლიანი კომპლექსის სასრიალო ტრასების ერთმანეთთან დაკავშირებაზე. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გეგმა და ის გზა, რომელიც ავირჩიეთ, ბაკურიანს და დიდ მიტარბს აქცევს ერთ-ერთ ულამაზეს, ყევლაზე თანამედროვე და განვითარებულ სამთო-სათხილამურო კურორტად არა მხოლოდ ზამთრისთვის, ოთხი სეზონის კურორტად. აქ საუბარია იმაზე, რომ 5 000 საწოლი ადგილი განვითარდება დიდი მიტარბის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აქ იქნება კვების ობიექტები, სარეკრეაციო სივრცე, ადმინისტრაციული შენობები, დიდი ინფრასტრუქტურა, დიდი სპორტული კომპლექსები, კინოთეატრები, ველოპარკები, განვითარდება ძირითადად ბაკურიანში და მთლიანობაში ერთი კომპლექსი იქნება ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი საქართველოში ტურიზმისათვის და ეს განვითარება მოიტანს ბაკურიანსა და დიდი მიტარბში, 100 კილომეტრის რადიუსის ზონაში მაცხოვრებელი ადამიანებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა პრემიერმა.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)