|
2018-03-14 11:10:22, 1477 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტები ეპიდზედამხედველობის ეფექტურ სისტემას გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში სპეციალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ. ლაბორატორიის სპეციალისტები დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის (EIDSS AVR-ის) მოდულზე სიახლეებს გაეცნენ. მოდული ითვალისწინებს ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების ეფექტურ სისტემას. ასევე, მიღებული მონაცემებისა და ტექნოლოგიების გაზიარებას საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე დარგის სხვა სპეციალისტებთან. ზედამხედველობის პირველი ელექტრონული მოდული GeoEpid, საქართველოში დაინერგა 2005 წელს. მის ძირითად ფუნქციებში შედიოდა სამედიცინო სტატისტიკის წარმოება, აგრეთვე ეპიდკვლევას დაქვემდებარებული, ვაქცინით-მართვად დაავადებათა შემთხვევების რეგისტრაცია და სწრაფი ანალიზი. დაავადების ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა დაიწყო 2004 წელს, როგორც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე ზედამხედველობის ხელსაწყო. 2010 წლიდან, სისტემა მოიცავს ყველა იმ დაავადებასა თუ მდგომარეობას, რომელიც ექვემდებარება ეპიდზედამხედველობას. 2012 წლიდან, EIDSS-ი წარმოადგენს ზედამხედველობის ერთადერთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: შემთხვევაზე დაფუძნებული ინფორმაციის რეგისტრაციას; აგრეგირებული ინფორმაციის რეგისტრაციას; სამედიცინო სტატისტიკისათვის სტანდარტულ ანგარიშებსა და სხვადასხვა ცვლადებისა და პარამეტრების ანალიზს. (NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)