|
2018-03-13 13:32:21, 1354 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენმა მეჭიაურის მიერ თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა
2018 წლის 5 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს თამაზ მეჭიაურს, რეკომენდაციით მიმართა, რათა მას აღმოფხვრა თიანეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ არსებული მძიმე სამუშაო პირობები და დროულად მოემარაგებინა, ისინი საშეშე მერქნით- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ომბუდსმენის ცნობით, თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები 2017 წლის ნოემბრიდან არ მომარაგებულან საშეშე მერქნით. ამის მიზეზად კი ნინო ლომჯარია მეჭიაურის მიერ ამ თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას ასახელებს - თამაზ მეჭიაური მათ განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად აღიქვამს. "სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან საუბარში თიანეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში დასაქმებულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ღუმელების გასათბობად შეშა სახლებიდან მოაქვთ. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა შეესწავლა მისი წარმომადგენლების სამუშაო პირობები და მიეღო ყველა აუცილებელი ზომა ღირსეული და ადეკვატური შრომის პირობების შესაქმნელად. ამასთან, სახალხო დამცველმა სკეპტიკურად შეაფასა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 9 იანვარს ხელშეკრულება გაფორმდა საშეშე მასალით მომარაგების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა ყველა ადმინისტრაციული ერთეული მომარაგდება საშეშე მასალით. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დროითი ეფექტურობის გონივრულ სტანდარტს და საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ჯანმრთელობას. ამასთან, სახალხო დამცველმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს",- ნათქვამია განცხადებაში.
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)