|
2018-03-13 12:59:05, 1699 ნახვა
საზოგადოება
აშშ-ს ქალაქებში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება
აშშ-ს 6 ქალაქში ქვევრის ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც წარმოდგენილია მცირე მარნები: „იაგოს ღვინო", „ოქრო ღვინოები", „ხოხბის ცრემლები", „მარიამ იოსებიძე" და „რამაზ ნიკოლაძის ღვინის მარანი". ქართველი მეღვინეები საკუთარ ღვინოებს აშშ-ში თავად წარადგენენ. ქართული ღვინის დეგუსტაციები ტარდება საქართველოს მეღვინეობის 8-ათასწლიან ტრადიციებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ჩვენს ძარღვებში ღვინო სჩქეფს" (OUR BLOOD IS WINE) ჩვენების ფონზე. ფილმის რეჟისორია ამერიკელი კინორეჟისორი ემილი რელსბეიკი (Emily Railsback). ფილმის ხანგრძლივობაა 78 წუთია და მისი პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. დეგუსტაციებზე, ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილია ქართული სამზარეულოც. ქართული ღვინის დეგუსტაციები უკვე ჩატარდა ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში, დღეს გაიმართება პორტლენდში, ხოლო მომდევნო დღეებში ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში. ქართველი მეღვინეები აშშ-ში იმყოფებიან ნატურალური ღვინოების იმპორტიორის, კრის ტერელის (Christopher Terrell) მიწვევითა და ორგანიზებით, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით. (NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)