|
2018-03-13 10:20:54, 1710 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო რე-აკრედიტაციის პროცესი წარმატებით გაიარა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო ექსპერტებმა ახლად დანერგილი მეთოდების სტანდარტთან შესაბამისობა პირველადი დასკვნით დადებითად შეაფასეს. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აკრედიტაციას ISO 17025:2005 სტანდარტზე 2014 წლიდან ფლობს. რე-აკრედიტაციის პროცესი პერიოდულად ტარდება და მისი მიზანია, მომხმარებლებისთვის საერთაშორისო სტანდარტის სერვისის უზრუნველყოფა. იმისათვის, რომ ლაბორატორიამ წარმატებით გაიაროს რე-აკრედიტაციის პროცესი, მოწმდება სხვადასხვა მახასიათებელი: სტანდარტული ოპერაციული პროცედურა, დოკუმენტაცია, აპარატურის შესაბამისობა, პერსონალის კვალიფიკაცია და სხვა. ერთი კვირის მანძილზე, საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს ANAB ( ANSI-ASQ National Accreditation Board) -ის აუდიტორი, რასოლოუ დიალო აკვირდებოდა თუ რამდენად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტს ლაბორატორიებში დანერგილი მეთოდები. ANAB-ის სპეციალისტი იმყოფებოდა, როგორც თბილისის, ასევე, ქუთაისისა და ახალციხის რეგიონულ ლაბორატორიებში. ის ფაქტი, რომ ლაბორატორია და ლაბორატორიის მიერ წარმოებული კვლევები არის საერთაშორისოდ აღიარებული - ქმნის სანდოობის განცდას , როგორც ქვეყანაში მყოფი მომხმარებლისთვის, ასევე საზღვრებს გარეთ პროდუქტის მაკონტროლებლებისთვის; საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა. (NS)
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
ნატოს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)