|
2018-03-12 19:07:33, 1868 ნახვა
საზოგადოება
შრომის ინსპექცია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მუშის დაღუპვის მიზეზებს სწავლობს
ზესტაფონში ფეროშენადნობთა ქარხანაში სარემონტო საამქროს თანამშრომლის დაღუპვის მიზეზებს შრომის ინსპექცია სწავლობს. მოკვლევას პროფკავშირები და კომპანიის ტექნიკური უსაფრთხოების სამსახურიც აწარმოებენ. "მოვიკითხავთ აქვს თუ არა შიდა მოკვლევა გაკეთებული. ასევე იყო თუ არა შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩატარებული სიმაღლეზე მუშაობის შემთხვევაში, რაც უნდა ჩატარებულიყო. ჰქონდა თუ არა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ასევე რამდენი ხნის გამოცდილება ჰქონდა დასაქმებულს და რა ვითარებაში მოხდა, ეს კონკრეტული უბედური შემთხვევა. შესაბამისად დაველოდებით იმ ორგანოებს, რომლებიც ჩვენთან ერტად გამოიძიებენ ამ შემთხვევას", - განაცხადა შრომის უსაფრთხოების ინსპექტორმა. ცნობისთვის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, საწარმოო შემთხვევის შედეგად, სარემონტო საამქროს თანამშრომელი დაიღუპა. სარემონტო საამქროს თანამშრომელი, მე-4 საამქროს სახურავიდან, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 40 მეტრია, ჭერის სარემონტო სამუშაოების შესრულების, კონკრეტულად კი სახურავის ძველი ლითონის ფურცლების შეცვლის დროს ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)