|
2018-03-12 12:35:46, 1771 ნახვა
საზოგადოება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ
საქართველოს კულტურის პალატა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ღია წერილით მიმართავენ. კულტურის სფეროს მუშაკები პუტინისგან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებას ითხოვენ. „ჩვენ, საქართველოს ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანები შეშფოთებულები ვართ არჩილ ტატუნაშილის დაღუპვის გამო. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ორ კვირაზე მეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ვერ ხერხდება ცხედრის გადმოსვენება. ბატონო ვლადიმერ, ეს ფაქტი კიდევ უფრო აღვივებს რუსეთთან დაპირისპირებას და დარტყმის ქვეშ აყენებს ისედაც შესუსტებულ ქართველ-რუსულ ურთიერთობას. ჩვენ, ქართველი ხელოვნები კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს, ჩვენი მოქალაქის - არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება, რათა ოჯახმა და მთლიანად ქვეყანამ შევძლოთ ცხედრის დატირება“,- ნათქვამია წერილში. რუსეთის პრეზიდენტისადმი ღია მიმართვას ხელს ზურაბ ყიფშიძე, ასმათ ტყაბლაძე, ნუნუ გაბუნია, თეიმურაზ გვალია, თამარ ჭოხონელიძე, ლია მიქაძე, დავით ოქიტაშვილი, მაკა მახარაძე, მარიკო კვალიაშვილი და ირმა სოხაძე აწერენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)