|
2018-03-12 11:13:47, 1581 ნახვა
საზოგადოება
თსუ-მ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია დააჯილდოვა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია დააჯილდოვა. უნივერსიტეტის წინაშე გაწეული ღვაწლისათვისა და თანადგომისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ იმ კომპანიების წარმომადგენლებს, სადაც თსუ-ს ქიმიის მიმართულების სტუდენტები არიან დასაქმებულები, გადიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. ღონისძიება თსუ-ს 100 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა. ლაბორატორია ცდილობს მაქსიმალურად დაეხმაროს სასწავლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს მომავალი სპეციალისტების აღზრდაში. მსგავსი სახის ღონისძიებები მიმართულია დარგის სპეციალობების პოპულარიზაციისათვის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში დასაქმდა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების კურსადმთავრებული, დავით სალამაშვილი. 2016/2017 წლის მონაცემებით, საწარმოო პრაქტიკების დასრულების შემდეგ დასაქმებულია 10 სტუდენტი. პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდა 49 სტუდენტს. მიმდინარეობს დასაქმებული სტუდენტების შემდგომი პროფესიული განვითარება. საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. შედეგად, საგრძნობლად გაიზარდა ახალგაზრდა კვალიფიციური ადამიანური რესურსი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)