|
2018-03-10 14:20:03, 2175 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ახალი რეანომობილები გადასცა
კლინიკებს შორის კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა გადასაყვანად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 10 ახალი რეანომობილი გადასცა. განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად დაათვალიერა. ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით გაწყობილი რეანომობილი მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სპეცმანქანები ხელოვნური სუნთქვის აპარატებით, პაციენტის რეანიმაციული მონიტორებით, გადასასხმელი ხსნარების ტემპერატურის მარეგულირებელი სხვადასხვა ტიპის საინფუზიო მოწყობილობებით, დეფიბრილატორებით, ელექტრო მქაჩებით, საკაცეებითა და საფიქსაციო მოწყობილობებით არის აღჭურვილი. განახლებული ავტოპარკი საქართველოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|










epn.ge (@expressnews.ge)