|
2018-03-09 18:06:40, 1530 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა და სახალხო დამცველმა სამუშაო შეხვედრა გამართეს
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა თანამშრომლობის გზები სხვადასხვა სამართლებრივი რეფორმის გზაზე. სხვებს შორის საუბარი შეეხო ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და რომელიც პარლამენტს მას შემდეგ გადაეგზავნება, რაც საკანონმდებლო ორგანო კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს მესამე მოსმენით მიიღებს; კერძოდ, კონსტიტუციის მე-18 მუხლის ევროპული სტანდარტების შესაბამისად დაზუსტებისთანავე გზა გაეხსნება ინფორმაციის თავისუფლების აქტის მიღებას. „მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტზე კონსულტაციები, პირველ რიგში, ახალ ომბუდსმენთან იმართება, რის შემდეგაც კონსულტაციებს სახელმწიფო სტრუქტურებთან გავმართავთ; მომდევნო რაუნდი კი, ინფორმაციის თავისუფლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორთან შედგება", − განაცხადა მინისტრმა.
(NS)
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)